პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებების ერთ-ერთი თემაა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომელიც პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. პრეზიდენტმა ძირითადად მოახლოებულ არჩევნებსა და შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. მათ შორის „ქართულ ქარტიაზე“, რომელიც სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს უმრავლესობის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.