პრეზიდენტის ინაუგურაციის სტუმართა სიაზე მუშაობა ჯერ ისევ გრძელდება, – ამის შესახებ პირველ არხთან საუბრისას საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ დროისათვის დაზუსტებული არ არის, ვინ დაესწრება პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელიც თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.
სალომე ზურაბიშვილს არც ის დაუკონკრეტებია, რაზე გაამახვილებს ყურადღებას სტუმრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ ამაზე წინასწარ საუბარს არ აპირებს.