არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ვიდეო მიმართვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა ხვალინდელი არჩევნების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და საქართველოს მოქალაქეებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.