საქართველოს პრეზიდენტი პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის, „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ ჩვენებას და დისკუსიას დაესწრო. ზურაბიშვილმა მიწვეულ სტუმრებს სიტყვითაც მიმართა. „სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ევროპის დედაქალაქ პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში, შევიკრიბეთ ფილმის – „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის“ ჩვენებაზე სწორედ ამ დღეს, 27 სექტემბერს, რომელიც საქართველოსთვის ტრაგედიის დღეა, რადგან ამ დღეს დაეცა სოხუმი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.