რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა. პრეზიდენტმა საუკუნეების მანძილზე რუსულ აგრესიულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს პასუხი უნდა იყოს ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში.