კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პერსპექტივების გაძლიერების შესახებ ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პრეზიდენტს. „ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან – როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“,- წერს პრეზიდენტი.