სალომე ზურაბიშვილის განცხადება

სალომე ზურაბიშვილის პირველი განცხადება არჩევნების პირველი ტურის შემდეგ.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი მეორე ტურისთვის ემზადება. კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ყველა ამომრჩეველს და თქვა, რომ, ცილისწამების, რუსული ტექნოლოგიებით ბრძოლის და ნეგატიური კამპანიის მიუხედავად, პირველ ტურში პირველი ადგილი – გამარჯვებაა.

განცხადების გაკეთების დროს ზურაბიშვილის გვერდით მმართველი პარტიის ლიდერები იდგნენ.