სალომე ზურაბიშვილის გამოხმაურება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, რომ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისა და მასპინძლობის შესაძლებლობა არ მიეცა. „საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. ასევე, სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

პრეზიდენტის გამოხმაურებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.