საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიერ დასავლეთის მისამართით წაყენებული ბრალდებები საფრთხეს უქმნის სტრატეგიულ პარტნიორობას.
პრეზიდენტი სოციალურ ქსელშიც წერს: „ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმული ბრალდებების შედეგად, ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე გაყვანა. ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
პენტაგონმა „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება გადადო