სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ პოლიტიკურ სპექტრში კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გააჩინა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ 19 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა. 20 სექტემბერს კი ინფორმაცია გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი დასკვნა გადაეგზავნა.

 სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება