ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებას საკუთარ ფურცლებს ცნობილი საერთაშორისო გამოცემა უთმობს.
ერთობლივი სტატიის ავტორები საქართველოს პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი არიან. სალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის კუთხით დოკუმენტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე წერენ და იმ საფრთხეებზე მიუთითებენ, რაც შესაძლოა შეთანხმების ვერ მიღწევას გამოეწვია. „ევრონიუსის“ გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციის მთავარი გზავნილი მიშელის დოკუმენტში გაწერილი ყველა ვალდებულების შესრულებაა. აქცენტია გაკეთებული საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების გატარებაზე და პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებაზე. საუბარია იმ დახმარებაზეც, რომელსაც საქართველო ევროკავშირიდან უნდა ელოდოს. „ევროპული საქართველოსგან“ გასხვავებით, 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“. კიევში კონსულტაციები გრძელდება.