სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი - გამოხმაურებები

„ქართული ქარტიის“ ერთგულება დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსების ნაწილმა პრეზიდენტს საჯარო განცხადებებით დაუდასტურეს. „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ახლა გუნდის მთავარი ფოკუსი 26 ოქტომბერი და არჩევნებში გამარჯვებაა, რის შემდეგაც ტექნიკური მთავრობის დასახელებას სწორედ პრეზიდენტის პრეროგატივად მიიჩნევენ. პრეზიდენტის ძალისხმევას ოპოზიციური ძალების გაერთიანებისთვის, მიესალმებიან კოალიცია „ძლიერ საქართველოში“, თუმცა ფიქრობენ, რომ ტექნიკური მთავრობა არჩევნების შემდეგ უნდა დაკომპლექტდეს. რაც შეეხება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. პარტიის წევრებმა ქარტიის დებულებების შესრულებაზე საჯარო თანხმობა კიდევ ერთხელ განაცხადეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ტექნიკურ მთავრობა არც მხოლოდ „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით იყოს დაკომპლექტებული. მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან უმრავლესობაშიც. მმართველ გუნდში ამ და სხვა პოლიტიკურ სვლებს სერიოზულად არ უყურებენ და ამბობენ, რომ ოპოზიცია მაინც მარცხისთვის არის განწირული.

სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი