სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შესახებ, რა დროსაც პაველ ჰერჩინსკიმ ქარტიას და ქარტიის სამოქმედო გეგმას მხარდაჭერა გამოუცხადა, პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიცია ევროკავშირის ელჩის განცხადებას იწონებს, მმართველი გუნდი კი ამას გარე ჩარევად აფასებს. „ევროკავშირის ელჩმა გაიმეორა ქარტიის მიმართ მხარდაჭერა და ის, რომ, როგორც კი დაინახავენ, მოსახლეობამ არჩევნებში გამოთქვა ურყევი ნება, დაუბრუნდეს ევროპას, ყველაფერი ამოქმედდება“. – აღნიშნა პრეზიდენტმა, რომელმაც ქარტიაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების მიმართ სიმპათია გამოხატა და ამომრჩეველს უთხრა, რომ ამ ოთხი სუბიექტისთვის ხმის მიცემა ქვეყანას ევროპულ ინტეგრაციამდე მიიყვანს.