პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას არჩევნებამდე, ანუ უახლოეს დღეებში დაასახელებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე ქართულ ქარტიაში შემავალ პარტიებთან კიდევ ერთხელ იმსჯელებს, რათა საბოლოოდ მიიღოს დასტური, იღებენ თუ არა სრულ პასუხისმგებლობას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქარტიის პრინციპების შესრულებაზე. სწორედ ძირითადი პრინციპების შესრულების შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დასავლელი პარტნიორები მზად არიან, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები გახსნან.