სალომე ზურაბიშვილი ორგანიზაცია "ქალები სამართლიანობისთვის" წევრებს შეხვდა
პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ორგანიზაცია “ქალები სამართლიანობისთვის” წევრებს შეხვდა. მან პოლიტიკაში ქალების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ორგანიზაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში წარმომადგენლები ჰყავს, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ. “ქალები სამართლიანობისთვის” სამოქალაქო გაერთიანებას წარმოადგენს, რომლის მიზანი, სოფლად თუ ქალაქში მცხოვრებ ოჯახებზე ზრუნვაა.