პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მაღალმთიან აჭარაში, ხულოში, შუახევსა და ქედაში ამომრჩევლებს ხვდება. შეხვედრისას კანდიდატმა სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სოფელში ბევრი პრობლემაა. საჭიროა ამ პრობლემების შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებამდე მივიდეს და კანონი და ბიუჯეტი მის სასარგებლოდ იყოს გამოყენებული.