სალომე ზურაბიშვილი გორის საწარმოში დასაქმებულებს შეხვდა

გორში, ადგილობრივ საწარმოში დასაქმებულებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად სფეროს განვითარების მიმართულებაზე ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ის აქტიურად ჩაერთვება რეგიონების გაძლიერების მიმართულებით. მაქსიმალურად ეცდება, ხელი შუწყოს ექსპორტის გაზრდას ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატმა დადო პირობა, რომ იქნება ფერმერთა უფლებების და ზოგადად, დასაქმებულთა უსაფრთხოების დამცველი.