სალომე ზურაბიშვილი გლობალური მშვიდობის სამიტზე - გამოხმაურება თბილისში
შვეიცარიაში მიმდინარე სამიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა პრეზიდენტის ინიციტივით წარდგენილი „ქართული ქარტია“ იყო. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, რა დროსაც საქართველოში არსებულ ვითარებასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. პრეზიდენტებმა განიხილეს ასევე, საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფისათვის საჭირო ნაბიჯები. შვეიცარიაში სალომე ზურაბიშვილი უსრულა ფონ დერ ლაიენსაც შეხვდა. შეხვედრის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს საქართველოს ევროპული მისწრაფებებთან თანხვედრაში“, – აღნიშნავს უსრულა ფონ დერ ლაიენი. შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი ასევე პირისპირ შეხვდა უკრაინის, მოლდოვას და პოლონეთის პრეზიდენტებს.
სალომე ზურაბიშვილის შვეიცარიაში ვიზიტს თბილისში აფასებენ. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ყველა პლატფორმის გამოყენება მისასალმებელია.