შვეიცარიაშია საქართველოს პრეზიდენტიც. „ჩვენ გვწამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ეს ომი უნდა დასრულდეს და გზა დაუთმოს მშვიდობას უკრაინაში და მშვიდობას ევროპაში„, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მშვიდობის გლობალური სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომამდე, იყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციამდე, იყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.