სალომე ზურაბიშვილი დუშეთის კულტურის სახლში ამომრჩევლებს შეხვდა.
ზურაბიშვილმა მოსახლეობას თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაზეც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ძირითად აქცენტებს გააკეთებს.
ზურაბიშვილის განცხადებით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ის საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი იქნება და იქნება შუამავალი ხალხსა და სახელმწიფოს შორის.
ასევე, მან მედიისა და სასამართლოს თავისუფლებასა და სამართლიანობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.