სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრებიც ესწრებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, დიპლომატებს იმ კამპანიის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს.