ინაუგურაცასთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთობლივად იმსჯელებენ ქვეყნის მოქმედი და არჩეული პრეზიდენტები.
შეხვედრა გიორგი მარგველაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის დღეს ავლაბრის სასახლეში გაიმართება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს.