სალომე ზურაბიშვილი - დეპოლარიზაციის მიზნით, ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე, სამი ადამიანი შევიწყალე
მე დეპოლარიზაციის მიზნით, ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე. სამი ადამიანი შევიწყალე, – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა შეკითხვას, ნიკა გვარამიას შეწყალების შესაძლებლობის თაობაზე. პრეზიდენტის თქმით, ახლა პოლარიზაციის დასრულებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გვარამიას მიმართ განაჩენის გამოტანა, მაშინ, როდესაც სტატუსის მინიჭების საკითხზე ქვეყანა გადაწყვეტილებას ელოდებოდა, გაუგებარი იყო. საქართველოს პრეზიდენტი ოლიგარქიზაციის თემასაც შეეხო და თქვა, რომ მსგავსი ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, მმართველი გუნდის უმოქმედობის შედეგია.
ვიქტორ ყიფიანის განმარტება
ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან #დღისთემა #LIVE