საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს სალომე ზურაბიშვილმა და დალია გრიბაუსკაიტემ.
პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პარტნიორთა მხარდაჭერის მობილიზაციის საკითხები განიხილეს. მანამდე ლიეტუვაში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.