პრეზიდენტის რანგში პირველ ოფიციალურ ვიზიტს აფასებს სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ შეხვედრები ნაყოფიერი იყო.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირში არის მზადყოფნა, გაღრმავდეს ურთიერთობები და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.
პრეზიდენტის თქმით, განწყობა საქართველოს მიმართ პოზიტიურია ნატო-შიც.
ვიზიტი ბრიუსელში ნატო-საქართველოს სხდომით დასრულდა.