საკვირაო წირვა და ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში. გარკვეული პაუზის შემდეგ, ღვთისმსახურებას დღეს კათოლიკოს-პატრიარქი უძღვებოდა. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა. პატრიარქი ამბობს, რომ მომავალი თაობა, რომელიც უარყოფითი მოვლენებით არის გარემოცული, განსაკუთრებით გასაფრთხილებელია.
მოამბე