საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ილია თეზბიტელის ხსენების დღეს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ჩაატარა, რომელმაც მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
უწმინდესმა თაობათა შორის კავშირზე ისაუბრა და უფროს თაობას საკუთარი გამოცდილების ახალგაზრდებისთვის გადაცემისკენ მოუწოდა, ხოლო ახალგაზრდების მხრიდან უფროსების პატივისცემის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.