საკვირაო ქადაგება

დღეს წმინდა იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილთა აღმოყვანების ხსენების დღეა. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას შენდობისა და მიტევების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ სინანული უნდა გამოვხატოთ პატრიარქის მიმართ და შენდობა უნდა ვთხოვოთ მას, ვინაიდან დღეს ისევე არის მის მიმართ ცილისწამება, როგორც იოანე ოქროპირის მიმართ იყო.

სასულიერო პირის თქმით, დიდი მარხვის დასაწყებად მორწმუნეები სწორედ ამ განწყობით უნდა მოემზადონ.