თბილისში, დიდ დიღომში მცხოვრებ 21 ოჯახს საცხოვრებელზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცა.
ოჯახები კონკრეტულ მისამართზე 1990-იანი წლებიდან ცხოვრობენ, თუმცა დღემდე მათ ფართები ოფიციალურად საკუთრებაში არ ერიცხებოდათ. ქალაქის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საკუთრება მოქალაქეებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუკანონდათ.
შესაბამისი მოწმობები 21 ოჯახს დღეს კახა კალაძემ გადასცა.