საკრებულოს სხდომა ჩხოროწყუში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავჯდომარე დღესაც ვერ აირჩია.

საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატს უყარეს კენჭი, თუმცა მან საჭირო 14 ხმა ვერ მიიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ დეპუტატებმა სხდომა კენჭისყრის დროს პროტესტის ნიშნად დატოვეს. კენჭისყრაში „ქართული ოცნების“ 12 და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 7 წევრი მონაწილეობდა. „ოცნების“ კანდიდატმა 12 ხმა მიიღო. კენჭისყრის შემდეგ სხდომაზე საკუთარი კანდიდატურა პარტიამ „საქართველოსთვის“ ისევ წამოაყენა, თუმცა 2-საათიანი შესვენების შემდეგ საკრებულოს უხუცესმა წევრმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სხდომას არ ესწრებიან არც „ქართული ოცნების“ დეპუტატები, არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და შესაბამისად ს არარსებობის გამო სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო. შესვენების შემდეგ სხდომათა დარბაზში მხოლოდ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრები იმყოფებოდნენ.