დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიცია თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტს აკრიტიკებს.
დეპუტატების განცხადებით, მომზადებული დოკუმენტი ზოგადი ხასიათის არის. საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები ქალაქის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევის – ქაოტური განაშენიანების პრობლემის მოსაგვარებლად ითხოვენ, რომ მერიას კოეფიციენტების გაცემის უფლება შეეზღუდოს.
ბრალდებები მიუღებელია უმრავლესობისთვის. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ გენგეგმის დოკუმენტს იმ საკითხებს უკავშირებენ, რომელიც მას არ ეხება და ოპოზიცია პროცესის პოლიტიზირებას ცდილობს.