საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ურბანული და სატრანსპორტო სამსახურების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნა იგეგმება. აღნიშნულს ოპოზიცია აპროტესტებს. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება თბილისის მერის ინტერესებში შედის. რადგან სსიპ-ად გარდაქმნილი საქალაქო სამსახურები საკრებულოსთან უშუალოდ ანგარიშვალდებული არ იქნებიან და ამ სამსახურებთან დაკავშირებით, კახა კალაძის უწყება გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად მიიღებს. საკრებულოში ოპოზიციის ბრალდებებს მმართველი გუნდი უსაფუძვლოს უწოდებს.