საკრებულოს სხდომა

დედაქალაქის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დატოვა.

დეპუტატმა კოლეგებს სიმბოლურად, ხელის შეშლისთვის ბიდუში მოუხადა. საკრებულოს დღევანდელ სდომას პარლამენტის წევრები, ბიძინა გეგიძე და ლევან გოგიჩაიშვილი ესწრებიან. ისინი საკრებულოს, „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის საკითხის განხილვის გადადებისკენ მოუწოდებენ.

დღესვე საკრებულოში კომენტარები გაკეთდა „ვისოლ ჯგუფის“ საკუთრებაში მყოფი ნაკვეთების ადგილმონაცვლეობის საკითხის განხილვაზე. საკრებულომ ის დღევანდელი დღის წესრიგიდან უკვე ამოიღო.