ცესკო-ს თავმჯდომარემ საკონსულოს თანამდებობის პირებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო. გიორგი კალანდარიშვილმა მათ დეტალურად გააცნო ინფორმაცია 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესის, ტექნოლოგიური სიახლეებისა და ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაშიც და პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. შეხვედრა არჩევნების საერთაშორისო დღეს გაიმართა.