კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა და გამოკვლეული 14 839 საეჭვო პაციენტი. კლების დინამიკას სპეციალისტები შეზღუდვებით ხსნიან და მოქალაქეებს, განსაკუთრებით დღესასწაულებზე, რეკომენდაციების მკაცრად დაცვას სთხოვენ. ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარების კონტექსტში საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაფიქსირებული პირველი შემთხვევებიც განიხილეს.