საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, თვის ბოლოს შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა განახევრდეს, აპრილში კი 200 ფარგლებში დაფიქსირდეს, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მან კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას, ისარგებლონ სახელმწიფო შეთავაზებით და სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტი უფასოდ ჩაიტარონ.

კიდევ რა განცხადებები გაკეთდა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრის შემდეგ, – გიორგი კობერიძე მუშაობდა თემაზე.