გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ ხუთი პაციენტის დაღუპვის მიზეზი გახდა.
დადასტურდა 1759 პირის დაინფიცირება. „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევებიდან თბილისზე მოდის 686 ახალი პაციენტი, აჭარა – 487, იმერეთი – 456. ყველა სხვა რეგიონში მაჩვენებელი ასზე დაბალია.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე განიხილეს.
რა საკითხებზე გაკეთდა განცხადებები სხდომის შემდეგ, თათია ტაბეშაძე გაგვაცნობს.