ქვეყანაში ლაბორატორიების რაოდენობა იზრდება, რათა კორონავირუსზე ტესტირება ყველგან იყოს ხელმისაწვდომი. გარდა ამისა ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან პირბადის ტარების და დისტანციის დაცვის მოთხოვნა. რაც შეეხება დღევანდელ სტატისტიკას. საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი. გამოჯანმრთელდა 375 პირი. ახალი შემთხვევებიდან 72 თბილისშია გამოვლენილი. ქვეყნის მასშტაბით 45 კრიტიკულად მძიმე პაციენტია.
ანა ბროლაძე დეტალებით.