მიუხედავად კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა მომატებული რაოდენობისა, სასწავლო პროცესი არ გადაიდება. თარიღი უცვლელი რჩება, სკოლები 15 სექტემბერს გაიხსნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურმა საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები სრულ მზადყოფნაში არიან. პრემიერ-მინისტრმა შესაბამის სამსახურებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.