დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
პაატა იმნაძემ ამის შესახებ განცხადება მთავრობის კანცელარიაში გააკეთა, სადაც ცოტა ხნის წინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დასრულდა. იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ მოუწოდა, რომ სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელების ცენტრებს მიმართონ. სწორედ აღნიშნულ კაფეში მუშაობდა ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
დეტალებს თამარ ნადარეიშვილი გაგვაცნობს.