სკოლებში, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, კორონავირუსთან დაკავშირებით, სასკოლო საგაზაფხულო არდადეგები 9-ის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გადაწყვეტილება პრემიერის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღეს.
სკოლებში, პროფილაქტიკის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. დაგეგმილზე ადრე არდადეგების დაწყებაც სწორედ პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება.