გართულებული ეპიდვითარების ფონზე ქვეყანაში შეზღუდვები მკაცრდება.
აჭარაში ხვალიდან ღამით რესტორნების მუშაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. საკოორდინაციო საბჭომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო. გართულებული მდგომარეობის გამო აჭარაში სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდება, თუმცა რიგ ქალაქებში, სადაც სიტუაცია სტაბილურია, პირველიდან მე-6 კლასამდე ბავშვები საკლასო ოთახებში დაბრუნებას შეძლებენ.
გიორგი კობერიძე დეტალებით.