საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდებიან, 12 დღის ნაცვლად, რვადღიან კარანტინს გაივლიან. საკარანტინო რეჟიმის შერბილების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი რეგულაციები მკაცრდება. 15 სექტემბრიდან საქართველოში შემომავალ ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 72 საათის განმავლობაში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის პასუხი უნდა ჰქონდეს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს უფრო დეტალურად ანა ბროლაძე გაგვაცნობს.