უპრეცედენტო სასამართლო განხილვა საქართველოს ისტორიაში – ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე იმსჯელებს.
სასამართლო პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული. ჯერ-ჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა მის წინაღმდეგ მიმდინარე საქმის განხილვას სალომე ზურაბიშვილი. სხდომაზე იქნება სახელისუფლებო გუნდის ის ხუთი წევრი, რომელთა ავტორობითაც 80 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი წარდგინება საკონტიტუციო სასამართლოში შევიდა. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ უჭერს ოპოზიცია და პროცესს ევროინტეგრაციის გზაზე საბოტაჟის მცდელობად აფასებს. მმართველი გუნდი კი მთავარ არგუმენტად კონსტიტუციის დაცვას ასახელებს.