საკონსტიტუციო სასამართლო კონსტანტინე გამსახურდიას სარჩელს განიხილავს
„კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,- საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ამ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმის მასალები შეეხება უშუალოდ დაზარალებულს, შესაბამისად, მას უნდა შეეძლოს ასლების მიღება, თუკი ეს არ აზიანებს გამოძიების ინტერესებს. ამდენად, მისი განმარტებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის გაცნობის უფლებას.
პროცესს ესწრება კონსტანტინე გამსახურდიაც.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.