განმწესრიგებელი სხდომის ბოლო დღე საკონსტიტუციო სასამართლოში.
უკვე მესამე დღეა ბათუმში „უცხოური ძალის გამჭვირვალობის“ კანონის გარშემო მსჯელობენ. სხდომაზე ოპოზიციას, პრეზიდენტს და 100-ზე მეტ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას ათეულობით იურისტი წარმოადგენს. მოპასუხე მხარის, ანუ პარლამენტის ინტერესებს კი საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი იცავს. მხარეები დღეს სასამართლოს წინაშე შემაჯამებელი სიტყვით წარდგებიან.