საკონსტიტუციო სარჩელი

მანდატების გაუქმებაზე საპარლამენტო უმრავლესობის უარი ოპოზიციისადმი, საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრდება.

„ეს არის სიგიჟე, აიძულო ადამიანს გინდა თუ არა პარლამენტში იმუშავეო“, – ასე აფასებს ზურა გირჩი ჯაფარიძე პარლამენტის გადაწყვეტილებას. სწორედ ზურაბ ჯაფარიძემ მიმართა სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 39-e მუხლს და წინააღმდეგობაში მოდის წარმომადგენლობითი ორგანოს არსთან.