ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელების განხილვა იწყება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობას ქვეყნის პრეზიდენტი, დეპუტატთა ნაწილი, მესამე სექტორი და მედიაორგანიზაციები ითხოვენ. ოთხივე სარჩელში ნათქვამია ისიც, რომ მიღებული კანონი ქვეყნის ევროინტეგრაციას საფრთხეს უქმნის. რამდენად შეესაბამება მიღებული კანონი კონსტიტუციას ამ კითხვაზე პასუხი მოსამართლეთა ცხრაწევრიანმა პლენუმმა უნდა გასცეს, იმ საკონსტიტუციო სასამართლოში რომლის ლეგიტიმაციასაც მოსარჩელეები არც თუ ისე დიდი ხნის წინ ეჭვქვეშ აყენებდნენ.
რამდენად მოახერხებენ სარჩელების ავტორები მოსამართლეთა დარწმუნებას, ეს განხილვების პროცესში გამოჩნდება. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ გამორიცხულია გამჭვირვალობას რომელიმე სამართლებრივ დავაში უარყოფითი შეფასება მიეცეს.