რა აკრძალვებისა და ზომების მიღება შეეძლება მთავრობას საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე – კანონი, რომელიც დღეიდან უკვე ძალაშია, უფლებას აძლევს ხელისუფლებას, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, კონკრეტული შეზღუდვები ისევ დააწესოს. ოპოზიცია, რომელიც დოკუმენტის მიღებას ეწინააღმდეგებოდა, კვლავ კრიტიკულია და მის არაკონსტიტუციურობაზე მიუთითებს. უმრავლესობის პასუხი კი არგუმენტირებულია მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის აუცილებლობით.