საარჩევნო სისტემას, რომელმაც „ევროპულ საქართველოს“ დღევანდელი შეთავაზებისკენ უბიძგა, დღეს თელავში განიხილავდნენ.
საუბარია კონსტიტუციაში შესატანი ცვლლებების პროექტებზე, რომლითაც მომავალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს. პირველ დისკუსიას „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ესწრებოდა. ხელისუფლების ოპონენტები მოლაპარაკებათა მაგიდასთან ერთადერთი მოთხოვნით დასხდნენ: ოპოზიცია ბლოკების დაშვების უფლებას ითხოვს და მზადაა, რომ ასეთ შემთხვევაში ბლოკებს ბარიერიც დაუწესდეს.